მაცხოვრის შობის დღესასწაულს მორწმუნეები უჩვეულოდ მოკრძალებულად აღნიშნავენ, კოვიდ რეგულაციებისა და სანიტალური შეზღუდვების ფონზე. მართალია ერთჯერადად, შობის ღამეს კომენდანტის საათი იხსნება, მაგრამ არ გაიმართება ტრადიციული ალილო, ტაძრებში სავალდებულო იქნება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. ასევე, სავადლებულო წესით მოხდება სარიტუალო ნივთების დეზინფექცია.
"მსახურება წარიმათება ყველა იმ რეკომანდაციის დაცვით, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გვაწვდის, ეს იქნება პირბადეები, ხელის დამუშავება, ღამის დაახლოებით, 3 საათზე მორჩება მსახურება და ადამიანებს ექნებათ საშუალება უკან დაბრუნდნენ", - ამბობს დეკანოზი გიორგი კარენაძე.
რაც შეეხება ალილოს, წელს მასში მონაწილეობას მოქალაქეები ვერ მიიღებენ, თუმცა რესპუბლიკის მოედანზე, 12-დან 17:00 საათამდე, დაიდგმება სპეციაულური კარავი, სადაც ყველას ექნება საშუალება საკუთარი სურვილით ნივთები დატოვონ, რომელსაც მოგვაინებით ბავშვთა სახლებს, ოხუთა თავშესაფრებსა და საპატიმროებს დაურიგებენ.
"ალილო განსხვავებული წესით იქნება წლევანდელ წელს, რადგან მსვლელობები იყო ხოლმე, ყველას მოეხსენებოდა, რომ ძალიან ბევრი ბავშვი იღებდა ამაში მონაწილეობას, მსვლელობა არ იქნება, თბილისის ყველა მიმართუელბით, მანქანებიდან სასულიერო მიულოცავენ, იქნება გახმოვანება და სხურება, ანუ ქალაქი იკურთხება", - ამბობს არქიმანდრიტი, იოანე მჭედლიშვილი.
შესაწირის მიტანა მოქალაქეებს შეეძლებათ სამების საკათედრო ტაძარშიც, სადაც მსახურება 23:00 საათზე დაიწყება.
ეკლესიებში წინასაშობაო სამზადისი უკვე დაწყებულია, მაგალითად ალავერდის ეპარქიაში ამ წუთებში სასულიერო პირები კორონავირუსზე ტესტირებას იტარებენ.