კობახიძე ოპოზიციის "თვითგანადგურების რეჟიმზე" საუბრობს და პოლიტიკურ ველზე "ჯანსაღი სპექტრის" დარჩენას პროგნოზირებს

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის მორიგი მუქარა ოპოზიციას: ქართული ოცნების ერთერთი სახე ამბობს, რომ პარლამენტში მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია აღარ იქნება წარმოდგენილი და პროცესი მალე დაიძვრება. 

ირაკლი კობახიძე, ძირითადად, ნაციონალურ მოძრაობას იღებდა მიზანში, როცა "თვითგანადგურების რეჟიმის ჩართვაზე" საუბრობდა. 

დღეს უკვე ვიხილეთ სისრულეში მოყვანილი ერთ-ერთი პარტიის თვითგანადგურების დასრულება. რეალურად, „პატრიოტთა ალიანსმა“ საკუთარი თავი გაინადგურა იმით, რაც გუშინ გააკეთა, როცა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ეს პროცესი ახლა გრძელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იმედი გვაქვს, რომ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. „ევროპული საქართველო“ ისედაც განადგურებულია. ეს ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესია და საბოლოო ჯამში, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიხილოთ, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ოპოზიცია კობახიძეს პასუხობს, რომ იმ ღილაკს, რასაც თვითგანადგურების რეჟიმი ჰქვია, სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დააჭირა ხელი და სანამ შანსი არსებობს, რომ ეს რეჟიმი გამოირთოს, მმართველი პარტია დროზე უნდა მოეგოს გონს.  

საბოლოოდ, ასე გამოდის, რომ ორივე მხარე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იანვრის ბოლოს ელოდება, როცა მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდი უნდა გაიმართოს. სწორედ იქ გაირკვევა, ვინ რას თმობს და ვინ რის დათმობაზე ამბობს უარს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი