ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კიდევ ერთ ისეთ ტალღას, რომელიც ჩვენ გასული 2 თვის განმავლობაში გავიარეთ ჯანდაცვის სისტემა რთულად გადაიტანს. მისივე განცხადებით, მომდევნო ტალღებისთვის სარეზერვო საწოლფონდი იქმნება.
"რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის კიდევ დამატებითი შესაძლებლობის შექმნას, იცით ალბათ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქმნება დამატებითი საწოლფონდი, რომელიც მალე იქნება მზად ოპერირებისთვის. დღეს, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არაა, თუმცა მომდევნო ტალღებისთვის სარეზერვო საწოლფონდი იქნება კიდევ დამატებით 300-400 საწოლამდე, იგეგმება, რომ რესპუბლიკურ საავადყოფოში გაიმართოს", - თქვა თამარ გაბუნიამ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.