COVID-19-ით ინფიცირებულთა რეალური რიცხვი უცნობია - ვითარება ციხეებში

გამოქვეყნდა:

ციხეებში კოვიდინფიცირებულთა რეალური რიცხვი უცნობია. არსებული ინფორმაციით, გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაინფცირებულები არიან პატიმრები. იქ მომუშავე პერსონალი და პატიმრები COVI0-19-ის მიმღებ საავადმყოფოებში გადაჰყავთ. თუმცა, ამ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ პენიტენციურ დაწესებულებაში. 

კლინიკა "ვივა" მედის დირექტორი, ზურა ჩხაიძე პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს და ამბობს, რომ საავადმყოფოში სხვა პატიმრებიც იმყოფებიან. 

"გიდასტურებთ გარდაცვალების ფაქტს და მას COVI-19-ის ინფექციასთან ერთად ჰქონდა სხვადასხვა სახის თანმხლები დაავადებები. ამ ეტაპზე არიან კოვიდინფიცირებული პატიმრები, რომელთა უმეტეს ნაწილს გარკვეულ ნაწილს აქვს თანმხლები დაავადებები", - ამბობს ზურა ჩხაიძე 

იუსტიციის მინისტრის თქმით, ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს ისე, როგორც აქამდე და აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მან ისაუბრა მხოლდო N5-ე ქალთა დაწესებულებაზე, სადაც 23 პატიმრის კოვით ინფიცირება ოფიციალურად დადასტურეს.

ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი პატიმარი 14 დეკემბრიდან ჰქონდა მაღალი სიცხეები და იმტოფებოდა ციხეში და მხოლოდ 2 დეკემბერს გადაიყვანეს საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურად უარყო  ქსნის ციხეში კორონავირუსით პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. სისტემამ თქვა, რომ უყურადღებობაში მათი დადანაშაულება უსაფუძვლოა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი