ვვითარდებით, ვიზრდებით, ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევთ - ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს პასუხობს

გამოქვეყნდა:

ენმ იანვრის ბოლოს საზოგადოების წინაშე წარსდგება ახალი იდეებით, ახალი ხედვებით, ახალი სამოქმედო გეგმით და გუნდის ახალი წევრებით, - ასე პასუხობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია "ქართული ოცნების" ერთერთი სახის ირაკლი კობახიძის განცხადებას ენმ-ს შესახებ, თითქოს მას "თვითგანადგურების მექანიზმი აქვს ჩართული". 

"მესმის, რომ ქართულ ოცნებაში არ სიამოვნებთ ის, რაც ხდება ენმ-ში, მაგრამ ეს არ არის მათი არჩევანი, ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენ ვვითარდებით, ვიზრდებით და, მიტაცებული არჩევნების წყალობით ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ ქართულ ოცნებას მოუწევს ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება და ეს ახალი რეალობა იქნება კიდევ უფრო ძლიერი პარტია ახალ წევრებთან, ჩვენს გამოცდილ თანამებრძოლებთან ერთად", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

სხვა ოპოზიციური პარტიები კობახიძეს პასუხობენ, რომ იმ ღილაკს, რასაც თვითგანადგურების რეჟიმი ჰქვია, სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დააჭირა ხელი და სანამ შანსი არსებობს, რომ ეს რეჟიმი გამოირთოს, მმართველი პარტია დროზე უნდა მოეგოს გონს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი