იმის თქმა, როგორც მოიქცევით ისე იქნება, ძალიან ცუდია - ჯანდაცვის ექსპერტები

გამოქვეყნდა:

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, COVID-19-ით გარდაცვლილ 22 წლის პაციენტს ქრონიკული დაავადებები არ აწუხებდა. ექიმები კი ამბობენ, რომ დამამძიმებელი გარემოება ჭარბი წონა გახდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელსა და ეპიდვითარებაზე დაკვირვებით, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველო ვერ გაუმკლავდება ვირუსის მესამე ტალღას, რადგან მთავრობა მოუმზადებელია:

"ქვეყანა პირველი ტალღისთვისაც კი არ იყო მზად და რიგითი ექიმების კისერზე გადაიარა ყველაფერმა. დანარჩენებმა კორუფციული გარიგებებით ფული აკეთეს. კოვიდმა ქართველები გააღატაკა, მაშინ, როცა ზოგმა მილიონობით ფული იშოვა სიცოცხლის ხარჯზე", - ამბობს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი, გიორგი ჩალაძე. 

"სამინისტრომაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრმაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს კომუნიკაციას. იმის თქმა, რომ ყველაფერი მოსახლეობის ბრალია და როგორც მოიქცევით ისე იქნება, ძალიან ცუდია", - ამბობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ურუშაძე.

შეგახსენებთ ბოლო კოვიდსტატისტიკას: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი