დიდი მადლობა ემანუელ მაკრონს საზოგადო მოღვაწის ღვაწლის დაფასებისათვის - ოდიშარია ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულს "ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარიაც ულოცავს და ემანუელ მაკრონს მადლობას უხდის:

ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს,

პრესტიჟულ ჯილდოს - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულს!

დიდი მადლობა ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ქართველი მეცენატის , პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის დაფასებისათვის!

ამ ორდენის დევიზია "ღირსება და სამშობლო" - ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება მის განვლილ ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით.

მომავალშიც ვუსურვებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ნაყოფიერ საქმიანობას და საერთო გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ" წერს ოდიშარია

 შეგახსეებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოლიგარქი ივანიშვილმა პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა .

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი