მხარი დაუჭირეთ კაპიტოლიუმის პოლიციას, ჩვენი ქვეყნის მხარეს არიან - ტრამპი

გამოქვეყნდა:

დღეს აშშ-ის კონგრესის შენობაში, კაპიტოლიუმში, ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტად ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ. სხდომის პარალელურად შენობის გარეთ ტრამპის მხარდამჭერებმა აქცია მოაწყვეს - მოგვიანებით ისინი პოლიციასაც დაუპირისპირდნენ, საბოლოოდ კი კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. 

პოლიციამ შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირიც გამოიყენა - დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

დონალდ ტრამპმა კი ცოტა ხნის წინ დატვიტა, რომ ამერიკელებმა მხარი უნდა დაუჭირონ კაპიტოლიუმის პოლიციას.

"გთხოვთ, გვერდით დაუდგეთ კაპიტოლიუმის პოლიციას. ისინი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მხარეს არიან. მშვიდად იყავით!", - წერს ის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი