დონალდ ტრამპის მომხრეები აშშ-ის კონგრესის შენობაში, კაპიტოლიუმში, შეიჭრნენ. მას წინ უძღვოდა დაპირისპირება პრეზიდენტის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის.
ცნობისთვის, შეტაკებამდე კონგრესში მოსამართლეები შეიკრიბნენ, რათა დაემტკიცებინათ არჩევნების შედეგები და მასში დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვება.
ამ დროისთვის სხდომა შეჩერებულია.
თავის მხრივ, ვიცერეზდენტი მაიკ პენსი ამბობს, რომ არ აპირებს ხელი შეუშალოს ბაიდენის ოფიციალურად დამტკიცებას. ამის საპასუხოდ ტრამპმა დატვიტა:
"პენსს საკმარისი გამბედაობა არ ჰქონდა, რომ გაეკეთებიან ის, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისა და კონსტიტუციის დასაცავად", - წერს ის.
არეულობისთანავე პენსი შენობიდან დაცვამ გაიყვანა.