გამოხმაურებები აშშ-ში მიმდინარე მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

ცნობისთვის, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ კონგრესის შენობაში, კაპიტოლიუმში, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა ოფიციალურად უნდა გაეფორმებინათ. ამას შენობის გარეთ ჯერ პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა, საბოლოო კი პრო-ტრამპისტები კაპიტოლიუმში შიჭრნენ. 

აი, რას წერს აშშ-ის არჩეული ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი:

"ვუერთდები არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მოწოდებას, რომ შეწყდეს თავდასხმა კაპიტოლიუმსა და საჯარო მოხელეებზე; როგორც მან თქვა, "დემოკრატიას უნდა მივცეთ წინსვლის შესაძლებლობა", - ვკითხულობთ ჰარისის პოსტში.

მოვლენებს ეხმიანება ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონიც.

"დღეს შიდა ტერორისტებმა შეუტიეს ჩვენი დემოკრატიის საძირკველს: ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოსდევს თავისუფალ არჩევნებს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ კანონიერება და პასუხისგებაში მივცეთ ისინი. დემოკრატია მყიფეა. ჩვენმა ლიდერებმა უნდა იცხოვრონ მათივე პასუხისმგებლობების მიხედვით, რათა დაიცვან ის [დემოკრატია]", - წერს კლინტონი.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, კი წერს: 

"შოკისმომგვრელი სურათებია ვოშინგტონში. დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ", - ვკითხულობთ მის ტვიტში.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის გამოხმაურება ასეთია: 

"მჯერა აშშ-ის დაწესებულებებისა და დემოკრატიის სიძლიერის. ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემაშია არსი. ჯო ბაიდენმა მოიგო არჩევნები. ველოდები მასთან, როგორც აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტთან მუშაობას", - წერს ის.

 გადაავლეთ თვალი აშშ-ის მოვლენებს: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი