Facebook-მა, მათივე განმარტებით “საგანგებო მდგომარეობის” გამო წაშალა ვიდეო სადაც დონალდ ტრამპი, კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდამჭერებს მიმართავდა და სახლში, მშვიდობით წასვლისკენ მოუწოდებდა.
"საგანგებო მდგომარეობაა ეს და ჩვენც ვიღებთ საგანგებო ზომებს, მათ შორისაა პრეზიდენტ ტრამპის ვიდეოს წაშლა. ჩვენ ის ავიღეთ, რადგან გვწამს, რომ ის ხელს უწყობს ძალადობას და არ ამცირებს მის რისკებს"
ვიდეო მიმართვა წაშალა youtube-მაც.
აღსანიშნავია, რომ ტვიტერს ვიდეო არ წაუშლია, მაგრამ ნაწილობრივ დაბლოკილია პრეზიდენტის ტვიტები, სადაც ის აქტიურად წერს.
ტვიტერში თვლიან, რომ პრეზიდენტის განცხადებები არჩევნების გაყალბებაზე, არ შეესაბემა სიმართლეს, ხოლო მისი პოსტების გაზიარება შეჩერებულია “ძალადობის რისკის გამო”.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები დღეს აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. ამბოხს წინ უსწრებდა სხდომა, სადაც ჯო ბაიდენი ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ პრეზიდენტად.
დაპირისპირების დროს დაიჭრა სამოქალაქო პირი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.
მძიმეა 24 წლის კაცის მდგომარეობაც, რომელიც აქციის დროს დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდამ ჩამოვარდა - ის ჰოსპიტალიზირებულია.
საერთაშორისო გამოხმაურებები უკვე მოჰყვა მომხდარს.
ყველაფრის მიუხედავად, ნენსი პელოსის ცნობით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცების პროცედურა კაპიტოლიუმის გაწმენდის შემდეგ, დღესვე შედგება.