ესპანეთის ჩემპიონატის ორგანიზატორმა 2020 წლის საუკეთესოდ მოთამაშედ გიორგი შერმადინი აღიარა

გამოქვეყნდა:

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გასული, 2020 წელი სტატისტიკური კუთხით შეაჯამა და საერთო სარგებლიანობის მხრივ საუკეთესოდ გიორგი შერმადინი აღიარა. ამის შესახებ ინფრომაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

2020 წლის მეფე – ასე უწოდა ACB.COM-მა გიორგი შერმადინს.

"გასული წლის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ისეთ სახელოვან კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ვალტერ ტავარესი, მარსელინიო უერტასი და ნიკოლა მიროტიჩი არიან. შერმადინი გამორჩეული იყო სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის მიხედვით, ქულებში კი იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა მიროტიჩთან. სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გადასწონა ტავარესის გარჯა, რომელიც პირველი გახლდათ მოხსნებში, წუთებში, მოგებებსა და დაფარებებში", - აღნიშნულია შეჯამებაში.

საქართველოს ნაკრების ცენტრის ჯამური სარგებლიანობოს კოეფიციენტი 592 იყო, შერმადინი ამ კომპონენტში 2017 წელსაც საუკეთესო იყო 710 ქულით, 2018-ში კი პირველობა თორნიკე შენგელიას (791) ერგო, რომელიც მაშინ ბასკონიას წევრი იყო, ამჟამად კი, მოსკოვის ცსკა-ში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის შერმადინი იბეროსტარ ტენერიფეს ღირსებას უკვე მე-2 სეზონია იცავს და გუნდის აშკარა ლიდერია. მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი