
დემოკრატი სენატორის განცხადება, რომელმაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის მაგალითად საქართველოს 2012 წლის არჩევნები და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება დაასახელა, ტრადიციულად სხვანაირად გაიგო "ქართულმა ოცნებამ" და მისმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ:
მაშინ სააკაშვილს და მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურდათ ამ ძალაუფლების დათმობა, მათ ქვეყნის მასშტაბით სპეცრაზმი ჰყავდათ მობილიზებული და გახსოვთ, რომ რიგ შემთხვევებში, მაგალითად ხაშურში, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში და ასეთი მობილიზაცია იყო აბსოლუტურად ყველა რაიონში, თუმცა საბოლოოდ მათ მოუწიათ ძალაუფლების დათმობა და შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცეოდა მაშინ სააკაშვილი, ანტისახელმწიფოებრივად. მას მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და უცხოელი ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვისაც, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე
საქართველო, როგორც მაგალითი - სენატორ ჯინ შაჰინის მიმართვა აშშ-ს სენატს