რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც 200 ლარით დაეხმარებიან - მაჭავარიანის განმარტება

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ის პირობები განმარტა, რასაც დახმარების მიმღები პირი უნდა აკმაყოფილებდეს.

საუბარია 6 თვის განმავლობაში, 200 ლარიან დახმარებებზე:

მსგავსი პაკეტი იყო გაზაფხულზეც, როდესაც შეზღუდვები დავაწესეთ. იგივე პაკეტი გავრცელდება 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში და მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა - ეს უნდა გამოჩნდეს იმ ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში. ასევე არის მეორე პირობა, რომ თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარში ან თებერვალში, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს. ყოველთვიურად 200-ლარიანი დახმარების პაკეტს“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სოციალური დახმარებების ახალი ეტაპი დღეს პრემიერმა დააანონსა  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი