NCDC-ის თანამშრომლები საპატრიარქოში მივიდნენ - ჯერ უცნობია გაიკეთებს თუ არა ილია მეორე ტესტს

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის თანამშრომლები საპატრიარქოში მივიდნენ. ეპიდემიოლოგები ილია მეორესთან რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. სწორედ მათ უნდა შეაფასონ სიტუაცია და გადაწყვიტონ, გაიკეთებს თუ არა PCR ტესტს პატრიარქი. 

პატრიარქი რისკ ჯგუფში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილის კორონავრიუსი დაუდასტურა. 

"დღეს იმსჯელებენ და მოხდება სათანადო პროტოკოლის დაცვით მერე შეთავაზება, შორენა როგორც გუშინ უსიმპტომოა", - ამბობს პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ მედიასთან ეს ინფორმაცია ჯერ დაადასტურა, შემდეგ უარყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსი სწრაფი ტესტით გუშინვე დადასტურებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საღამოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ PCR ტესტის პასუხი ხვალ იქნებოდა ცნობილი.

საყურადღებოა ისიც, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 4 იანვარს შორენა თეთრუაშვილის სინოდის სხვა წევრებთან ერთად პატრიარქის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი