პატრიარქის კორონავირუსზე PCR ტესტირება ამე ტაპისთვის არ იგეგმება, საპატრიარქოში ამბობენ, რომ ის თავს კარგად გრძნობს. თუმცა, ადგილზე დილიდან მუშაობენ ეპიდემიოლოგები, რომლებმაც 55 ადამიანის ნიმუში უკვე აიღეს და გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს. მათ შორის არიან ის სტუმრებიც, რომლებიც 4 იანვარას პატრიარქის დაბადების დღეს ესწრებოდნენ. როგორც ირკვევა, ყველა მათგანი ინფიცირებული შორენა თეთრუაშვილის კონტაქტია.
ყველა მათგან ეპიდემიოლოგებმა იზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია მისცეს, ისინი საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილნი.
"55 ადამიანს ავუღეთ კორონავირუსზე ტესტი, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა რისკი ყოფილიყო ინფიიცრებული. ყველა კონტაქტირებული პირი არის საკარანტინე რეჟიმში გადაყვანილი. პატრიარქი არ მინახავს", - ამბობს NCDC-ის წევრი, ხათუნა ზახაშვილი.
თავად პატრიარქი საპატრიარქოში რჩება.
პატრიარქი რისკ ჯგუფში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილის კორონავრიუსი დაუდასტურა. აქვე გეტყვით, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ მედიასთან ეს ინფორმაცია ჯერ დაადასტურა, შემდეგ უარყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსი სწრაფი ტესტით გუშინვე დადასტურებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საღამოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ PCR ტესტის პასუხი ხვალ იქნებოდა ცნობილი.
საყურადღებოა ისიც, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 4 იანვარს შორენა თეთრუაშვილის სინოდის სხვა წევრებთან ერთად პატრიარქის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.
ავოტორი: დეა მამისეიშვილი.