"ქართული ოცნების" ერთ ერთი წევი და დასავლელი პარტნიორებისთვის გაგზავნილი საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი, კახა კუჭავა ამტკიცებს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. კუჭავა აცხადებს, რომ პარლამენტი არა ერთპარტიული, არამედ 14 პარტიულია.
წერილში "ქართული ოცნება" წერს, რომ პარლამენტი უკვე აღარ არის ერთპარტიული და საკანონმდებლო ორგანოში უკვე არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საუბარია "პატრიოტთა ალიანისის" 4 წევრზე, რომლებმაც მანდატებზე უარი არ თქვეს. მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ 4 ახალი წევრის განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ პარლამენტში პრორუსული ძალების ადგილი არ არის.
"სრული სისულელეა, შიგნით არა მარტო პატრიოტთა ალიანსი, არამედ ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს გარკვეული უთანხმოება და იშლება ზოგი პარტია ნახეთ კიდეც, ზოგს თავმჯდომარე გაექცა, ზოგს ლიდერები გაექცნენ. სამართლებრივად პარლამენტი არის 14 პარტიული, ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა, რომელიც მოგვილოცა დასავლეთიდან ყველა პარტნიორმა ქვეყენამ", - თქვა კახა კუჭავამ.
"პატრიოტთა ალიანსში" არ გამოირცხავენ, რომ მმართველი გუნდი პარლამენტში შესულ მათ წევრებს გაურიგდა და ისინი საკანონმდებლო ორგანოში ამ გზით შეიყვანა.
"ეს მხოლოდ პატრიოტთა ალიანსისათვის შეწყვეტა უფლებამოსილების ეს იყო უკანონობა, ამავდროულად, ეს იყო გარიგება ალაბთ ჩვენ დეპუტაციასთან, რომელმაც ჩვენი ჩანაცვლება მოახდინა, ამიტომაც იჩქარა ალბათ კობაიძემაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარალმენტს ლეგიტიმაცია მიეცემა ან ის გახდება ფუნქციური", - ამბობს პარტიის მდივანი, გოჩა თევდორაძე.
ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ ხელისუფლების ეს მცდელობა, რომ პარლამენტი ლეგიტიმურად წარმოადგიონს უსაფუძვლოა, რადგან 4 ოპოზიციონერი საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მოუტანს. მათი თქმით, "ქართული ოცნება" ალტერნატიული რეალობის წარმოჩენას ცდილობს და პარტნორებს თვალებში ნაცარს აყრის.