
"ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სასულიერო პირების მხირდან ანტისემიტური განცხადებები არის საფრთხე და შეურაცხყოფა არა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ.
ის ხელისულფებას მოუწოდებს, რომ ანტისემიტური განცხადებები დაგმოს და ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია გამოიწვის.
"ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ გავლენიანი სასულიერო პირისგან სამარცხვინო ანტისემიტური განცხადება. ამას შემდეგ მოჰყვა უფრო დაბალი რანგის სასულიერო პირისგან კიდევ უფრო უტიფარი განცხადება ანტისემიტური და სიძულვილის მქადაგებელი, იმდენად უტიფარი, რომ პირველ სასულიერო პირს მისი დაგმობა მოუწია. ნებისმიერი რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ ქადაგება არის უზნეობა და სამარცხვინო საქციელი. განსაკუთრებით ანტისემიტიზმი, მთელი კაცობრიობის უახლესი ისტორიის გამო. ეს საქციელი არის საფრთხე და შეურაცხყოფა არა მხოლოდ ერთი რელიგიური ჯგუფის, ჩვენი ებრაელი მოქალაქეების, არამედ, საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ", - ამბობს ბოკერია.
ბოკერიას თქმით, კიდევ უფრო საგანგაშო იყო თავად ელჩის ლაშა ჟვანიას "სამარცხვინო" განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.
"კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ამ სამარცხვინო განცხადებას არ მოჰყოლია არანაირი რეაქცია ივანიშვილის გუნდის სხვა წარმომადგენლებისგან. ჩვენ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება კი არა, სადღეგრძელო, სადაც მან ორი ერის მეგობრობაზე ისაუბრა და კონკრეტულად არ დაუგმია არც საწყისი ანტისემიტური განცხადებები და არც რეაქცია მიუცია მისი უწყების მიერ დანიშნული ელჩის სამარცხვინო საქციელზე. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო და ეს განცხადებები არის სამარცხვინო, უზნეო და მიმართულია ადამიანის თავისუფლების და ღირსების წინააღმდეგ და საფრთხეს წარმოადგენს. ამაზე ხელისუფლების რეაქცია უნდა იყოს მკაფიო და ელჩი ჟვანია არ შეიძლება ამ სამარცხვინო საქციელის შემდეგ თანამდებობაზე იყოს.
მოვითხოვთ მკაფიო პოზიციას და არა სადღეგრძელოებს, არამედ ამ განცხადების დაგმობას ივანიშვილის გარემოცვის წარმომადგენლებისგან და რეაქციას ჟვანიას გამოწვევის სახით. საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა გამოიწვიოს ლაშა ჟვანია", - თქვა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ გასულ პერიდოში ქუთაისის ეპარქიაში მიტროპოლიტი იოანესა და დეკანოზ ილია კარკაძის მხირდან ქადაგებებზე ანტისემიტური მოსაზრებები გაჟღერდა. ამას გამოეხმაურა საქართველოში ისრაელის ეჩლი, რან გიდორი, რომელმაც საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები.
ანტისემიტიზმი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში - ასე გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ორ ერს შორის მეგობრობა მისაბაძია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრირქოს ეპისკოპოსის ანტისემიტურ ქადაგებაზე პოზიცია არ გამოუხატავს, თუმცა მიმართვა გაავრცელა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ.