თუ საჭირო იქნება, შესთავაზებენ, ახლა ამის საჭიროება არაა - პატრიარქის პირადი ექიმი, ტესტირებაზე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქი თავს კარგად გრძნობს და მისი კორონავირუსზე ტესტირება ჯერ არ იგეგმება. 

"ჩატარდა გაღრმავებული ეპიდკვლევა, სადაც საჭირო იყო ასევე აღებული იქნება ბიოლოგიური ნიმუში, 55 ადამიანს აეღო ბიოლოგიური ნიმუში. მე ახლა არ ვიძლევი პერსონალურ ინფორმაციას: სიმპტომები აქვთ, არა აქვთ. ამ ეტაპზე პატრიარქი გრძნობს თავს კარგად, ამიტომ მისი ტესტირება არ ჩაითვალა საჭიროდ", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ილია მეორის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქის იუბილე რეგულაციების დაცვით ჩატარდა. 

"თუ საჭირო იქნება ტესტირებას შესთავაზებენ, მაგრამ ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არის. არ იყო იქ ისეთი კონტაქტი ახლო კონტაქტი, რეგულაციების ყველა წესის დაცვით ხდებოდა ეს ურთიერთობა", - ამბობს ცისანა შარტავა

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში გაფართოებული ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსი დაუდასტურდა.  აქვე გეტყვით, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ მედიასთან ეს ინფორმაცია ჯერ დაადასტურა, შემდეგ უარყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსი სწრაფი ტესტით გუშინვე დადასტურებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საღამოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ PCR ტესტის პასუხი მომდევნო დღეს იქნებოდა ცნობილი.

საყურადღებოა ისიც, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 4 იანვარს შორენა თეთრუაშვილის სინოდის სხვა წევრებთან ერთად პატრიარქის დაბადების დღეზე, ეკლესიის მეთაურთან ახლო დისტანციაზე იმყოფებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი