პატიმართა ოჯახის წევრები აქციებს აგრძელებენ და ამნისტიის მუხლების აფართოებას ითხოვენ, რომ თითოეული პატიმრის სასჯელის ვადის 1/4-ს მაინც შეეხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
"ურთულესი მდგომარეობააო, მთელი ციხე ვართ ისე ცუდად, რომ პატიმრები ციხიდანაც ვერ ვდგებითო, პირადად მე ვიწექიო 40 გრადუსი სიცხით, მერე მთელი კამერა და ადამიანს კარები არ შემოუღია ჩვენთვისო, წასმალიც კი არ მოუტანიათ და არ მოვუკითხივართ, როგორ ვიყავითო, ისე იხოცებიან ბიჭები, პატრონი არ გვყავს მომკითხავი, მთელი ციხე გადსაყვანი იქნებაო... როცა ვკითხე, ტესტირება ხომ გიტარდებათო, სიცილად არ ეყო, რა ტესტირება, დაგვცინიხარო? დღემდე აქ ერთი ტესტიც არავის ჩატარებია, არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ გეხვეწებითო, რამე გვიშველეთ, თორემ ვიხოცებითო..." - ჰყვება პატიმრის მეგობარი.
ამავე დროს, დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების ადგილებში მყოფ პატიმართა ახლობლებიც ამბობენ, რომ მსჯავრდებულებს ყურადღებას არავინ აქცევს, ამასთან,პატიმრების გარდა, კოვიდინფიცირებული არიან ციხეების ადმინისტრაციის თანამშრომლები.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ 400-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს ქუთაისის ციხეში, ისინი არ აპირებე გაჩერებას და არც ჩვენ ვაპირებთ შეჩერებას, ჩვენი მოთხოვნაა, ამნისტიის კანონში ასახული მუხლები გაფართოვდეს და შეეხოს უფრო მეტ პატიმარს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ სიტუაცია განიმუხტოს", - ამბობს ერთერთი პატიმრის ახლობელი.
პატიმრების ახლობლებმა ქუთაისში აქცია მოაწყვეს, შემდეგ კი გეგუთის ციხესთან გადაინაცვლეს. ხვალ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენაა, რომელიც ხმაურის ფონზე ჩაივლის - პატიმართა ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.