ბათუმში, თავისუფლების კვარტალში, უკვე 72-ე დღეა, უწყვეტი სამოქალაქო პროტესტი მიმდინარეობს - აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, საინფორმაციო მიტინგი ტარდება, ადგილზე მოსახლეობა და ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან, მობილიზებულია პოლიციაც.
ჩვენი უწყვეტი პროტესტის მესამე დღე დაიწყო, ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებას და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, ე.წ. თავისუფლების კვარტალი მთავრობის სახლთან მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართულმა ოცნებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა და არაერთგზის გადასწორებული ოქმებით ძალაუფლება მიიტაცა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე