მიკროსაფინანსოზე თავდასხმისთვის დაკავებული ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმისთვის დაკავებული ლევან ზურაბაშვილის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

საქმის განხილვა 12 საათზე დაიწყება, სხდომაზე უნდა გადაწყდეს, რა მტკიცებულებები დარჩება საქმეში.

სხდომის მიმდინარეობისას სასამართლოსთან ზურაბაშვილის ახლობლები აქციის გამართვას გეგმავენ.

ზურაბაშვილს სასამართლო ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, შენობაში 1 შეიარაღებული პირი და 9 მძევალი იმყოფებოდა და ყველა მათგანი უვნებელი გათავისუფლდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი