
პოლიტოლოგების აზრით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მის მიერ მართვის სადავეების დათმობას არ ნიშნავს და ამ ნაბიჯით მან მხოლოდ საჯარო სივრცე დატოვა.
"მას ჩვევია პასუხისმგებლობისგან გაქცევა, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ამ მთელ ისტორიაში ის არის, რომ ის სინადვილეში სადმე კი არ მიდის მართვის სადავეებიდან, არამედ გადის საჯარო სივრციდან", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავჯდომარე, თინა ხიდაშელი.
სფეროს ექსპერტები ასევე ამბობენ, ბიძინა ივანშვილის და "მისი სამარცხვინო ხელისუფლების დრო არის უკვე დასრულებული" და ელოდებიან ამ შეუქცევადი პროცესის შედეგებს.
აქვე გეტყვით, რომ ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, რომ პოლიტიკოსი ბიძინა პოლიტიკურ კრიზისს გაურბის, ბიზნესმენი კი ეკონომიკურს.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს პოლიტიკა კიდე ერთხელ დატოვა და გამოსამშვიდობებელი, ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.
აქ შეგიძლიათ ნახოთ ბიძინა ივანიშვილის მონაცვლეობით დაკავებული, დატოვებული და ხელმეორედ დაკავებული თანამდებობები.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი