"ქართუზე" გადაფორმებული ქონება და ოლიგარქი სანქციების მოლოდინში - პოლიტიკური შეფასებები

გამოქვეყნდა:

პოლიტიკიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთრებაში მხოლოდ ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი დაიტოვა.

28 დეკემბრიდან მან პერმანენტულად დაიწყო ქონების გადაფორმება ფორდ "ქართუზე", რასაც ოპოზიცია მოსალოდნელ სანქციებს უკავშირებს. 

  • "ესაა პასუხისმგებლობებიდან გაქცევა. ივანიშვილმა სადაც არ უნდა გადააფორმოს ქონება, სადაც არ უნდა წავიდეს, როგორი საჯარო წერილებიც არ უნდა დაწეროს, მთელი პასუხისმგებლობა მიტაცებულ ქონებაზე ეკისრება მას", - ამბობს "ენმ"-ს წევრი, ხატია დეკანოიძე.
  • "პოლიტიკურის გარდა, ის ცდილობს გაექცეს ეკონომიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც მმართველობის კორუფციულმა სისტემამ შექმნა. გარდა ამისა, ქონების გასხვისებით ის შესაძლოა ცდილობდეს მის სანქციებისგან დაცვას", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე.

თავის მხრივ, მმართველ გუნდში ქონების "ქართუზე" გაფორმებას ოლიგარქის კეთილ ნებას უკავშირებენ. 

  • "ბიძინა ივანიშვილი უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედია, რაც დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
  • "მან უანგარო სამსახური გაწია ქვეყნის და ხალხის ინტერესებისთვის. დაველოდოთ, ყველაფერს თავის დროზე გაეცემა პასუხი", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დატოვა და პოლიტიკიდან ისევ წავიდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი