პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თებერვლის პირველ კვირაში შეიქმნება.
"ოპოზიციას ვთავაზობთ, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობასა და ის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით. გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება სიმართლის დასადგენად. საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველ კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის, ეუთო/ოდირს. ძალაში რჩება ჩვენი პირობა, რომ თუნდაც 1%-იანი გადახრის შემთხვევაში მმართველი პარტია დაუყონებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას", - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ დღეს გავრელებულ ინფორმაციას "ოცნებაში" ცვლილებებთან დაკავშირებით: