ბითაძე კრიტიკას პასუხობს: კითხვებს რატომ არ აჩენს, რა რაოდენობით საქველმოქმედო ქმედება გააკეთა ივანიშვილმა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ქონების უდიდესი ნაწილის ფონდ "ქართუზე" გადაფორმებით, შესაძლოა, ცდილობდეს არა მხოლოდ სანქციების თავიდან არიდებას, არამედ, საერთაშორისო პარტნიორების გულის მოგებასაც. 

  • "უმძიმესი კრიზისია, რომელიც უფრო ღრმავდება და მხდალი გაქცევაა მისი წასვლა. საერთაშორისო პარნტიორების წინაშე ამბობს, რომ მე კი ვხარჯავ აქტივებს გავათეთრო ჩემი, ჩხარტიშვილის და მამაცაშვილის სახელი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. გამორიცხულია, სადმე გადამალოს ფინანსური მაქინაციები", - ამბობს "ენმ"-ს წევრი, ხატია დეკანოიძე.
  • "მისი ქონებები თვითონვე ამბობდა, რომ წამგებიანი იყო და ალბათ კიდევ ერთი აქტივები მოიშორა კრიზისის პირობებში", - ამბობს "ტრიბუნას" თავმჯომარე, დავით ჭიჭინაძე. 

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ გადაფორმება მხოლოდ ქველმოქმედებას უკავშირდება და ყველა სხვა ეჭვი სპეკულაციაა. 

  • "კითხვებს რატომ არ აჩენს, რა რაოდენობით საქველმოქმედო ქმედება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა? უანგარო ჩუქება ქონების, რომელიც მათ შორის თბილისისთვის აქვს გაკეთებული, თბილისი, რომელიც პრაქტიკულად შეჭმულია და გაყიდულია თავის ქუჩებიანად, არის უპრეცედენტო", - ამბობს "ოცნების" წევრი, მაია ბითაძე. 
  • "ამ კაცის ქონება ძალიან უახლოვდება საზოგადო ქონებას. რაც მას აქვს გაკეთებული თითოეული ადამიანისათვის - ქველმოქმედების, მხარდაჭერის, იდეების აღსრულების კუთხით - მხოლოდ მისასალმებელია", - ამბობს ლადო კახაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დატოვა და პოლიტიკიდან ისევ წავიდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი