
თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე პოლიტსაბჭოს წევრები მხარს ერთსულოვნად დაუჭერენ. ღარიბაშვილმა დრეს კობახიძე დაახასიათა და მისი მისამართით ეპიეთეტები არ დაიშურა
ირაკლი კობახიძე არის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისი კომპეტენციით იურისპრუდენციაში, კონსტიტუციონალებში გამოირჩევა ჩვენს გუნდში. უკვე არაერთი წელია ირაკლი კობახიძე არის ჩართული ჩვენი პარტიის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, რომ ის მანამდე იყო პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ყოველდღიურად იყო ჩართული საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მის კანდიდატურას - ამბობს ღარიბაშვილი
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს თავმჯდომარეობიდანაც და პოლიტიკიდანაც კიდევ ერთხელ წავიდა და ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა.