სავალუტო ჯიხურები დაიკეტა - უმუშევარი ადამიანების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ახალი რეგულაციების და შეზღუდვების გათვალისწინებით, სავალუტო ჯიხურები დაიხურა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს უცხოური ვალუტის იაფად გაყიდვა და უფრო ძვირად ყიდვა მოუწევს.

დღემდე მოქალაქეები თანხის კონვერტაციას სავალუტო ჯიხურერბში იმის გამო ახდენდნენ რომ ევროებსა და დოლარში უფრო მეტ ლარს აძლევდნენ, ახლა კი ეს შესაძლბელობაც დაიკრა.

სავალუტო ჯიხურები დახურვამდე უცხოურ ვალუტას საბანკო კურსზე უფრო იაფად ყიდდნენ, ამიტომ 3 ან 4 ლარიანი სხვაობა ყოველ ას დოლარზე ისედაც კრიზისში მყოფი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იყო. ახალი რეგულაციით კი ეს შანსი დაიკარგა, რადგან უცხოური ვალუტის შესაძენად ყველა გზა კომერციულ ბანკებამდე მიდის.

გარდა ამისა, უმუშევართა არმიას სავალუტო ჯიხურებში დასაქმებულებიც შეემატნენ.

ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, დაიხურა მხოლოდ სავალუტო ჯიხურები, მოქალაქეებს ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ემსახურებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი