
ეკა ბესელია ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის გაცნობის დღეს იხსენებს და ამბობს მმართველი პარტიის მომავალი თავმჯდომარე ივანიშვილს კახა კალაძემ გააცნო:
ივანიშვილთან ვიყავი ოფისში პატარა შეხვედრა იყო ვიწრო წრეში და კალაძემ მოყვანა გასაცნობად კობახიძე. პატარა მორცხვი ბიჭი წარუდგინა, რომ ეს არის ნიჭიერი ახალგაზრდა და პარტიაში რაღაც პროექტებზე იმუშავებდა - იხსენებს ბესელია "მთავარი არხის" ეთერში.
ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი ამბობს, რომ კობახიძე ამ ყველაფრისთვის კალაძის მადლიერია და "მიიჩნევს, რომ კალაძე მისი უფროსია"- ამბობს ბესელია.
რაც შეეხება კობახიძის თავმჯდომარეობას, რომელიც პოლიტსაბჭომ დღეს წარადგინა, ეკა ბესელიას შეფასებით ივანიშვილისთვის კობახიძის კანდიდატურა ახლა ყველაზე კომფორტულია, რადგან მას საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს და არც დამოუკიდებლად ყოფნა შეუძლია.