
კოსტავას გამზირზე დამონტაჟებულ "უცნაურ" პანდუსზე, თბილისის მერიამ განმარტება გააკეთა. Facebook-ის პირდაპირ ეთერში ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ კიბე 60 წელზე მეტია არსებობს და მას რესტავრაცია ჩაუტარეს. მისივე თქმით, კიბე ჩანს ფილმში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
"გაკეთდა რამდენიმე Facebook ლაივი და მერე გაკეთდა სიუჟეტი, რომ კიბე მოიგონა თითქოს მერიამ, კიბე, რომელიც ათეული წლებია არსებობს, ფოტოშიც გაჩვენეთ. იყო დაზიანებული, გაუბედურებული მდგომარეობაში და იგივე სტრუქტურით აღვადგინეთ, შშმ პირებთან და პროექტანტებთან კონსულტაციის შედეგად დავამატეთ მათთვის კომფორტული გადაადგილების საშუალება და ეს სივრცე (კიბის გვერდით) გამოვყავით ველო ბილიკებისთვის", - ამბობს ხმალაძე
უცნაური პანდუსის შესახებ რამდენიმე დღის წინ, ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა - პანდუსი ლაბირინთებით და არასაჭირო კიბე კოსტავას გამზირზე. ხაბეიშვილი ამბობს, რომ პროექტში კალაძის უწყებამ 10 ათასობით ლარი დახარჯა