რუსეთის ინტერესებთან კავშირები, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გავლენის მოხდენის მცდელობა და დემოკრატიის საზიანოდ მოქმედება უკვე ძვირად დაუჯდათ იმ უკრაინელ ოლიგარქებს, ვინც არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ დეზინფორმაციას აწარმოებდნენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილი ტრამპის კამპანიას სხვადასხვა ლობისტური ჯგუფის მეშვეობით აფინანსებდა, რის გამოც, არ არის გამორიცხული დღის წესრიგში მისი სანქცირების საკითხიც დადგეს, რომელმაც უკვე იზრუნა და პოლიტიკიდან წასვლის გარდა, საკუთარი ქონების ფორმალური გასხვისებაც დაიწყო.
"ივანიშვილი, შარშან, როდესაც ჩამოვიდა ამერიკის ახალი ელჩი, ერთ ერთი გზავნილი იყო, დაახლოებით იმ პერიოდში როცა მოლდოვას ყოფილ მმართველ ოლგიარქს ამერიკამ გამოუცხადა გზავნილები, იყო, რომ ის უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ამიტომ თავისი ვირეშმაკობით ეუბნება ეხლა, რომ მივდივარ პოლიტიკიდან, მაგრამ ქართველ ხალხს ეს ტრიუკი უკვე ჩაუტარა 2013 წელს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ტრამპის კამპანიას აფინანსებდა და ახლა დაშინებულია ამ ფაქტის გამო და იცის, რომ მიწა ეძვრის საქართველოში ფეხქვეშ.
"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, სანქციების პოლიტიკს გააქტიურება უკავშირდება ამერიკაში ახალი პრეზიდენტის არჩევას.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ყველა იმ ძალის წარმომადგენლისთვის, რომლებიც მსოფლისო სხვადასხვა კუთხეში შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ მტრები არიან დემოკრატიის. ცხადია, ივანიშვილს ეფიქრება სანქციების საკითხი და მისი ნაბიჯი ამ შემთხვევაში იყო პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოდან გარიდების", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
მანამდე კი გუშინ, 11 იანვარს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა და ანგარიშები დაუბლოკა რუსეთის მოკავშირე, 4 უკრაინულ ორგანიზაციასა და 7 პირს, რომლებიც დემოკრატიას საფრთხეს უქმნიდნენ. ეს პირები რუსული გავლენის ქსელის ნაწილად მოიაზრებიან და სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, საკუთარი მიზნებისთვის სხადასხვა სოციალურ თუ მედია პლატფორმებს იყენებდნენ.