რასაცა გასცემ შენია - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას, გამოცემა Entrepreneur საქართველო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება. ინტერვიუს ძირითადი თემა ქველმოქმედება და ის თანხებია, რომელიც ივანიშვილმა ამ წლების მანძილზე, მისივე თქმით ქვეყნისა და ადამიანების დახმარებაში დახარჯა. პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინტერვიუში, ივანიშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ცოლის განკარგულებაში მხოლოდ 200 მილიონი რჩება, დანარჩენ თანხას კი მისივე საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადასცემს.
ინტრევიუში კარგად იკითხება აღიარება, რომ "ფონდი ქართუ" მას ეკუთვნის, მისი ქონება კი მილიარდებთან ერთად არ გასხვისებულა. ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებულ ბიზნეს-პროექტებზეც საუბრობს და ამბობს, რომ გეგმვს ფონდს გადასცეს ფერწერული ტილოების კოლექცია, რომელიც მის შუშის სასახლეში ინახება.
ანალიტიკოსებისთვის და გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის ივანიშვილის განცხადებები ნაკლებ სარწმუნოა, რადგან ის ჯერ კიდევ პრემირობის დროს ოფშორებში განთავსებულ კომპანიებს საგულდაგულოდ მალავდა.
"მისი ქონება არ ყოფილა გამჭვირვალე მაშინ, როდესაც ამას კანონი ავალდებულებდა, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე, მაშინაც კი ივანიშვილი მალავდა რამდენიმე კომპანიას, მისი სიცოცხლის დაზღვევას და ჩვენ ეს პანამის დოკუმენტებზე მუშაობის დროს ვიპოვეთ, ეს იყო 4 კომპანია და 550 მილიონი დოლარის ღირებულების სიცოცხლის დაზღვევები მასზე და მისი ოჯახის წევრებზე განთავსებული", - ამბობს ნინო ბაქრაძე, გამომძიებელი ჟურნალისტი აი ფაქტის დამფუძნებელი.
მისი თქმით, გაუგებარია სად წავიდა ეს თანხა, რომელიც ხელშეუხებელი იყო, იმ შემთხვევაშიც კი თუ სრული ლიკვიდაციის და დაყადაღების საკითხი დადგებოდა. გიორგი ისაკაძე რედაქტორი მთავარი
"ცხადია ეს მხოლოდ ნაწილია და მეტსაც გეტყვით, ნაწილია იმის რაზეც თავის დროზე თვითონ მისცა ინფორმაცია ფორბსს, მას შემდეგ ხდება ამის მონიტორინგი, ეს დაყრნობილია კონკრეტულ აქტივებს და კონკრეტულ შეფასებებს და კონკრეტულ თემებს. ვფიქრობ მანდ ყველაფერი არაა თავმოყრილი, იყოს გაცილებით მეტი და არ იყოს მასზე გაფორმებული, როგორც ეს სხვა შემთხვევაში ხდება", - ამბობს Forbes საქართველსო მთავარი რედაქტოი, გიორგი ისაკაძე.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ქონების დიდ ნაწილი საქართველოს გარეთაა ინვესტირებული. მისთვის ასევე გაუგებარია რა ქველმოქმედაბაში უნდა დახარჯოს შეწირული თანხა "ქართუმ".
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება სანქციების შიშის გამო მიიღო, "ქართულ ოცნებაში" კი დარწმუნებულები არიან, რომ ეს უანგარო ქველმოქმედებაა.