მოლაპარაკების მე-5 რაუნდი "ენმ"-სა და "ევროპული საქართველოს" გარეშე - "ოცნების" გეგმები

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, "რუსთავი 2"-ის ეთერში მოლაპარაკებების მე-5 რაუნდზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მხოლოდ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან შედგება.

მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის მოიაზრებს "ჯანსაღში", თუმცა იმავე ინტერვიუში განმარტა, რომ 2 პარტია, "ენმ" და "ევროპული საქართველო", ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას და რომ მათ ინტერესებში არ შედის შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების გზით. 

მოლაპარაკებების მე-5 რაუნდსა და დესტრუქციულ ძალებზე, თალაკვაძის გარდა, გიორგი ვოლსკიმაც ილაპარაკა: 

"მე-5 რაუნდი, სულ მცირე, საზოგადოებას დაანახებს რასთან გვაქვს საქმე. აუცილებლობა ერთადერთია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამაც კარგად დაინახოს ვინ არის დესტაბილიზაციის მომხრე და რა ემუქრება დასავლელი პარტნიორების ინტერესებს რეგიონში", - ამბობს ვოლსკი.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ ოპოზიცია არ ცვლის ბოიკოტის ფორმასა და მოთხოვნებს.

  • "ჩვენი საერთო მოთხოვნები ძალაშია. მასში ყველა ერთიანი ვართ. მე-5 რაუნდის წინ "ოცნებამ" უნდა იცოდეს, რომ ოპოზიციის ერთობა ხელშეუვალი იქნება", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ლევან ბეჟაშვილი.
  • "ბოიკოტის წევრებს ან ერთად ელაპარაკები, ან არა. სათითაოდ ლაპარაკს აზრი არ აქვს, რაც უნდათ გააკეთონ. იაფფასიანად გაყიდული თალაკვაძე ვერ ხვდება, რომ ზოგი რამ არ იყიდება", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა. 
  • "ალბათ თალკვაძე "ოცნებიდან" აღმოცენებულ ოპოზიციას გულისხმობდა, როცა საუბრობდა კონსტრუქციულსა და არაკონსტრუქციულზე", - ამბობს "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე.
  • "ასე დახარისხება სწორად არ მიმაჩნია. ან მასში [არსებულ ფორმატში] უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, ან გვითხრან, რომ დამთავრდა", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის ჩატარების თარიღსა და მის ფორმატზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი