როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაცია ჯერ კიდევ უცნობია. ჯანდაცვამ დღეს ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინის შემოტანა დააანონსა, თუმცა როდიდან და რა პირობებით, არც ესაა ცნობილი.
იმუნიზაციის დაწყებაზე დღეს ისაუბრა ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა თენგიზ ცერცვაძემაც, რომელიც პრეპარატის შემოსვლას 1 თვეში ელოდება.
"ერთ თვეში იქნება, პირველ რიგში AstraZeneca, ჩინური ვაქცინა ალბათ არ იქნება", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
შეიძლება ეს ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზეა და შეიძლება ამერიკის ხელისუფლებამ ჩვენს მიმართ კეთილ ჟესტს გამოავლენს და დაგვითმობს ვაქცინას. ვაქცინის მიღების ორი გზა არსებობს. ერთი კოვაქს პლატფორმაზე რომელზეც ჯერ არცერთი დოზა ვაქცინა არ დევს როცა განთავსდება ჩვენი ტიპის ქვეყნებს თანაბრად გადაუნაწილდება და მეორე თუ ქვეყანა აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს რომელიმე კომპანიასთან შეიძᲚება ინდივიდუალურად ქვეყანამ მიიღოს. რა ტიპის მოლაპარამებები არის რა ხარისხის არის ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით. ჯერჯერობით კოვაქსთან დაკავშირებით რა კონტარქტებიც არის გასაჯაროებული, ფაიზერი კოვაქსის მიმწოდებელი არ არის. შეიძლება შეიცვალა და მან გადახედა ამას და კვოტები დათმო" - ამბობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმგებოვი
მედიცინის ექსპერტების აზრით, გაურკვევლობა მოსახლეობაში ვაქცინაციის მიმართ ნდობას ასუსტებს.
"ჩვენთან რომელი ვაქცინა იქნება როგორც ყოველთვის ყველაფერი, დაფარული, გაურკვეველი და წინააღმდეგობრივია. დავიწყეთ ჩინური ვაქცინით ეხლა ვართ Pfizer-ზე, გვეუბნებიან რომ AsraZeneca-ც იქნება... ეს აზიანებს ნდობის პროცესს ვაქცინაციის მიმართ", - ამბობს ვახტანგ კალოიანი, კრიტიკული მედიცინის ასოხიაციის დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, დღეს მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს, შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ტიკარაძემ თქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი.
რამდენიმე დღის წინ კი ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, თენგიზ ცერცვაძემ, თქვა, რომ ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება და რომ, საქართველო არ გამორიცხავს ხუთი ჩინურიდან, ერთერთის ჩამოტანას .
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 993 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა.
შემთხვევების რეგიონალური განაწილება სრულად ნახეთ აქ.