თუ აარჩია მოძალადე და უნდა რომ ბატონი ჰყავდეს, მე რაღა შუაში ვარ - ივანიშვილი საზოგადოებაზე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში თეორიულად განიხილავს საზოგადოების მიერ მოძალადის არჩევის შემთხვევას.

"ძალიან ნიჭიერი ხალხისგან შემდგარი გუნდი ემსახურება საკუთარ ხალხს. აქაც თემა დახურულია. თუ ამის შემდეგ, თეორიულად დავუშვათ, აარჩია მოძალადე და უნდა რომ ბატონი ჰყავდეს, მე რაღა შუაში ვარ. ან საზოგადოებას რატომ უნდა ჰქონდეს ჩემთან მოთხოვნა, რატომ არ ბრუნდებაო. რატომ უნდა დავბრუნდე, თუ ვერ გავაკეთე კარგად, აღარც მომესვლება, სხვამ უნდა გაასწოროს და გააკეთოს. საზოგადოების ნაწილი, ვისაც გადაჭარბებული ნდობა შერჩა ჩემდამი, ახლა უფრო ფხიზლად დადგება, რომ უფრო კარგად უყურონ სიტუაციას, უფრო აქტიურები იყვნენ არჩევნებზე, გონებით და არა ემოციებით შეარჩიონ და ხმა მისცენ მას, ვინც მოსწონთ", - ამბობს ოლიგარქი.

მისი სხვა განცხადებები ამავე ინტერვიუდან: 

მთავარი შაბათს | 18.01.2025
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი