ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ კონკრეტულ ორ საკითხზე შეთანხმდებიან, პარლამენტში შევა

გამოქვეყნდა:

პოლიტპატიმრების გამოშვება და  საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება - ეს ორი წინაპირობაა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ალეკო ელისაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში შევა. პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ამტკიცებს, რომ "ოცნების" წევრებთან მას ერთი-ერთზე ფარული შეხვედრები არ აქვს.

"თუ მოხდება დარჩენილი პოლიტპატიმრების გამოშვება, თუ შევთანხმდებით, საარჩევნო სისტემის, საარჩევნო პროცედურების, საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ შეთანმხებას და შევიდეთ პარლამენტში. იცით ჩემი დამოკიდებულება ბოკერიას პარტიისადმი მაგრამ, ამის მიუხედავად, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა დარჩეს ყველა ვინც არის", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

ალეკო ელისაშვილმა არჩილ თალაკვაძის განცხადებასაც უპასუხა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს რომ მოლაპრაკებები "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გარეშე უნდა გაგრძელდეს. მოქალაქეების დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ შეხვედრების მონაწილე  ყველა პარტია უნდა იყოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი