როგორი იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, უცნობია ისიც დათანხმდებიან თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას სასულიერო პირები. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ოფიციალური პოზიცია სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა სინოდის სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის.
"როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა, ჯანდაცვამ მოგვიწოდა და ჩვენ ეხლა დღეს აქ რას ვიზამდით, შევიკრიბებოდით მთელი ეკლესია, სინოდს შევკრიბავდით და საერთო მოწოდებას გავაკეთებდით ერთ დღეში?! არ ვიცით, ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული საერთოდ, ჯერ-ჯერობით, ვინც როგორ ჩათვლის ისეა და დადგა ვაქცინაციიის პერიოდი, შემოტანეს ვაქცინა, ვიწყებთ ამ ვაქცინაციას თუ რა ხდება, საპატრიარქო წყვეტს ვაქცინაციის საკითხს?! საპატრიარქოს პოზიცია როგორც კი იქნება დავდებთ მაშინვე, ჯერ-ჯერობით არ არის", - თქვა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
ვაქცინაციის პროცესის მიმართ მოსახლეობაში სანდოობის გასაზრდელად, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლადო კახაძემ ეკლესიას სთხოვა, რომ საჯაროდ გაიკეთონ ვაქცინა. მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი.