მზად ვარ კორონავირუსის პირველი ვაქცინა საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო - ლადო კახაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, მზადაა, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა პირველმა მან გაიკეთოს. ამ თემაზე მან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. 

"იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს და ურწმუნოთა დასანახად კი არა მარტო, ნდობის ასამაღლებლად ვაქცინაციის, იმ ასაკობრივი მოწოდებული ჯგფებიდან, პირველი ეს არის დარგში ყველაზე დიდი გამოწვევის მქონე პირები, ასაკობრივი ცენზი და ასე შემდეგ. ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე და იქნებ გავაკეთოთ ინიცირება, მე მაგალითად, მზად ვარ და თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა რომელიც შემოვა, როგორც ასაკით, როგორც დარგის სპეციალისტი, როგორც საკანონმდებლო სივრცის, საჯაროდ, ყველას დასანახად ეს ვაქცინა გავიკეთო და ვთხოვ იმ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინც არის, არასამთავრობო სექტორიდან ვინც არის, საპატრიარქოს მივმართავ დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით მათი რწმენისა და გავლენისა ადამიანის რწმენაზე, და ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს სახალხოდ, ერთად გავიკეთოთ ეს ფრონტალურად, რომ ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა", - თქვა ლადო კახაძემ.

კახაძის აზრით, მოსახლეობასთან საჭიროა იმის მტკიცება და საგანმანათლებლო ნაწილზე მუშაობა, თუ რა არის ვაქცინაციის უპირატესობა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 993 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა.

შემთხვევების რეგიონალური განაწილება სრულად ნახეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი