შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში 318 ობიექტი პრევენციის მიზნით რეგულაციებთან დაკავშირებით ზეპირსიტივერად გააფრთხილეს.
"გასული 24 საათის განმავლობაში შემოწმდა 318 ობიექტი და პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე 318 ობიექტის მიმართ გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება. ზოგად სტატისტიკას, რაც შეეხება 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 12 იანვრის საანგარიშო პეირიოდში ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ შემოწმდა ჯამში 47 435 კომპანია, ამათგან 25 913 კომპანიის მიმართ განხორციელდა ცნობიერების ამაღლება იმისთვის, რომ რეკომენდაციების დაცვა მაქსიმალურად იყოს გააზრებული", - თქვა ბექა ფერაძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 403 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა.