სახალხო დამცველი და მესამე სექტორი არხისა და ნიკა გვარამიას მიმართ ბრალდებას არ იზიარებენ

გამოქვეყნდა:

ოცნების ტროლების და ცალკეული ლიდერების მობილიზება სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარი არხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის წერილის შემფასებელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ისინი ისლამზე თავდასხმად აფასებენ.

აღსანიშნავია, რომ რელიგიურ შეურაცხყოფაში მთავარ არხს ადანასაულებენ იმ ხელისუფლების წარმომამდგენლები და მხარდამჭერები, რომელიც 8 წელია, ვერ ახერხებენ რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას, მაგალითად ისლამის წარმოამდგენლებისთვის ლოცვის თავისუფლების უზრუნველყოფას. სამაგიეროდ, აქტიურად ესმხიან თავს მთავარ არხს, რომელიც არსებობის სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში -უმცირესობების და ადამიანის უფლებების დაცვის მთავარ ფორპოსტად იქცა ქვეყანაში. 

არ გააჩნია ნეგატიური კონტექსტი ისლამის ან მუსლიმების მიმართ - ტარიელ ნაკაიძე ნიკა გვარამიას კომენტარზე

მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული პირები ხელოვნურად ცდილობენ დაპირისპირების გაღვივებას - ომბუდსმენი ნიკა გვარამიას განცხადებაზე

შეგახსენებთ, ხელჩართული ჩხუბი და ქვების სროლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მოხდა. ჩხუბის მიზეზი ერთერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო.  დღეს, 13 იანვარს შსს-მ ინციდენტის მონაილეთაგან ერთი პირი დააკავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი