ბიზნესმენები ამბობენ, რომ უკონტროლი ინფლაცია უკვე დაწყებულია - ფასების ზრდა გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დროში ემთხვევა უმძმესი ეკონომიკური კრიზისი დასაწყისს ქვეყანაში - ეკონომიკის რამდნიმე თვიანი დაკეტვის შემდეგ უმშევრობა პიკზეა, ყოველი მეხუთე მოქალაქე დღეს ოფიციალურად უმუშევარია, რეალობა კიდევ უფრო მძიმეა. რეკორდულად იზრდება სამოხმარებლო ფასებიც. შეამალზებული ოფიცალაური სტატისტიკითაც კი, სურსათი, მედიკამენტები და საყოფაცხორვებო ნივთები 7-10%-ითაა გაძვირებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

ბიზნეს სექტორში ამბობენ, რომ ინფლაცია მომავალშიც გაგრძელდება.

"გახმაურდა ელექტრო ენერგიაზე ტარიფის ზრდა, 80-90%-ით, რაც შეუძლებელი იქნება, რომ არ აისახოს პროდუქციის ფასზე, ლარის მუდმივად მერყევი კურსი, რომელიც ძალიან ცუდად აისახება ასევე ბიზნესზე. ოპტიმისტურ განწყობაზე ვერ ვიქნები, ვხედავ, რომ ყოველდღირუად უარესდება მდგომარეობა", - ამბობს "პროგრესი და თავისუფლების" წევრი, ცეზარ ჩოჩელი.
 

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია აცხადებს, რომ ფასში ლომის წილს ეროვნული ლარი თამაშობს, რომლის მიმართაც ნდობა ფაქტიურად არ არსებობს. 

"თითქმის 100%-ით არის ეროვნული ვალუტა უცხოურ ვალუტასთან, დოლართან და ევროსთან გაუფასურებული, გარდა იმპორტიორებისა, ის რომ ჩვენ იმპორტირებულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული ხომ ფაქტია, მწარმოებლებს, რომლებიც იმპორტირებულ პროდუქტზე არიან დამოკიდებულები უძვირდებათ თვითღირებულება", - ამბობს ივა ჭყონია.

ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემები უფრო მეტად თვალშისაცემი თებერვლიდან გახდება. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი