
ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მისი პირველი ნაბიჯი პარტიაში იქნება სამოქმედო გეგმის წარდგენა და პარტიაში ახალი ადამიანების მიღება – ამის შესახებ მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
"ყველა ვეტერანი პარტიის წევრი, ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ მოდის ახალი ადამიანი პარტიაში. ახალგაზრდებისთვის, არ იყო კარი ღია იმ სიფართოვით როგორსაც ვისურვებდით. თუ შევსება მოდიოდა ნაციონალურ მოძრაობაში, ეს მხოლოდ არჩევნებამდე, რომ სია დაკოპლექტებულიყო ახალი სახეებით.
იანვრის ბოლოს ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, სადაც ჩვენ წარვადგენთ, სამოქმედო გეგმას და ახალ, წარმატებულ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობა არასდროს ყოფილა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და პარტიული პოლიტიკა არ უკეთებიათ, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც არ ყოფილან, თითქმის დასრულებულია მოლაპარაკებები, პრეზენტაცია იქნება ან 24 იანვარს ან 31 იანვარს" , – ამბობს ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელია
მელია ასევე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი პირები, ქვეყნის მოდერნიზაციისკენ სწრაფვას ვერ შეაფერხებენ
"ვერც ერთი და ვერც ორი და ვერც სამი ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი ავლადიდებით, პროცესს, რომელიც სახელმწიფოს გაჯანსაღებას და კიდევ უფრო მოდერნიზებას შეუწყობს ხელს, რომლის ავტორიც არის ნაციონალური მოძრაობა, ვერ შეაჩერებს" , – ამბობს ნიკა მელია
ახალ წევრებსა და გეგმას, ნიკა მელია სავარაუდოდ 24 ან 31 იანვარს, პრეზენტაციის სახით წარმოადგენს. მელია ამბობს, რომ ამ ეტაპზე პარტია რამდენიმე ათეული ადამიანის მიღებას გეგმავს.
ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად გასული წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა.