ნაცვლიშვილის დაწერილია – ნოდარ ხარშილაძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე

გამოქვეყნდა:

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსამშვიდობებელი წერილის დიდი ნაწილი "ოცნების" იდეოლოგის, ლაშა ნაცვლიშვილის დაწერილია. 

"ამაზე [რომ, აუცილებელია კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის შექმნა] ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ლაპარაკობს 2013 წლიდან, როცა პირველად წავიდა.

არაფერი სერიოზული ამაში არ არის მისი მხრიდან, ეს არის ჩვეულებრივი სიტყვების კრებული და არანაირი რეალიზმი ამაში არ არის, ყოველშემთხვევაში დღემდე ჩვენ ეს არ გვინახავს და ვერც მომავალში ვერ ვნახავთ.

ძალიან ბევრი რამე დაწერა ბიძინამ, დაუწერეს უფრო სწორად ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ წასვლის წერილში ის, რაც ლამაზად ჟღერს. ძირითადად ნაცვლიშვილის დაწერილია, დიდი ნაწილი" – ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე

ნოდარ ხარშილაძე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან პირველ წასვლას, და ახლანდელ წასვლას ერთმანეთს ადარებს - "მაშინ წასვლა, მის ნებას გავდა, რომ მე აღარ მინდა და წავედი, დღეს წასვლა არის გარიდება და გაქცევა პასუხისმგებლობიდან" - ამბობს ხარშილაძე

ბიძინა ივანიშვილის მონაცვლეობით დაკავებული, დატოვებული და ხელმეორედ დაკავებული თანამდებობები.

ბიძინა ივანიშვილის გამოსამშვიდობებელი წერილი სრულად – ნახეთ აქ. 

ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან ისევ მიდის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი