ბიძინა ივანიშვილის მონაცვლეობით დაკავებული, დატოვებული და ხელმეორედ დაკავებული თანამდებობები

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკაში 2011 წელს გამოჩნდა და დღეისთვის საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის ერთადერთი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელია, რომელსაც სათავეშიც თავდაპირველად თვითონ ჩაუდგა.

საარჩევნო სუბიექტმა "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება" 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 54.97%–ით გაიმარჯვა. 

2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგულმა და 2012 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მოქალაქოება დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა, მოქალაქეობის აღდგენიდან 9 დღეში, 2012 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა დაიკავა. 

პრემიერმინისტრის პოსტი ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი სურვილით 2013 წლის 20 ნოემბერს დატოვა და როგორც თვითონ თქვა, სამოქალაქო სექტორში დაბრუნდა. "დღეიდან, მე თქვენს წინაშე ვდგავარ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ერთი ამ ქვეყნის მოქალაქე" – ამ სიტყვებით ბიძინა ივანიშვილი პრემიერობას დაემშვიდობა და პრემიერმინისტრის პოსტი წარსულში მისივე დაარსებულ "ქართუ ბანკში" წამყვან პოზიციაზე მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს გადააბარა.

პოლიტიკიდან წასვლამდე, მაშინ როცა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩა, ბიძინა ივანიშივლმა კითხვაზე ექნაბა თუ არა მას გავლენა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ასე უპასუხა: 

"დიახ, მე გავლენას მოვახდენ - რაა ამაში ცუდი, ვის აშფოთებს ეს ?! თუ ასეთი გავლენა იქნება მოხარული უნდა იყოთ, ვისაც ევროპულობა გინდათ...ეს ჯანსაღი პროცესია არაფერი ეიფორიული ამაში არ არის..."

2016 წელს საარჩევნო სუბიექტმა "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" საპარლამენტო არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა. 

შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კაპმანიაში თავად ჩაერთო. საპრეზიდენტო არჩევნებს ორი ტური დასჭირდა. პირველ ტურზე, ხმის მიცემის დღეს - ივანიშვილმა თქვა: 

"თუ მეორე ტური იქნება, მეორე ტურში არავითარი კითხვის ნიშანი არ არის, აუცილებლად 100 პროცენტით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი“

დაინიშნა მეორე ტური. 

სწორედ ამ დროს დაბრუნდა, ბიძინა ივანიშვილიც  "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ. 

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდები - "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის სახეებით ჩანაცვლდა. თავად ოლიგარქმა კი, მოსახლეობას  სიტყვით მიმართა და 6 წლიანი მმართველობის შემდეგ, 1 წელიწადში, მართვის ყველა ხარვეზის გასწორებას დაპირდა. 

 

"მადლობა ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ ნდობა, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერა ჩვენი არჩეული გზის, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია, მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების, მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან მნიშნველოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა, მე ვიღებ პასუხისმგებლობას 1 წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი." – ასე მიმართა ამომრჩეველს 2018 წელს პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის "ოცნების" თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ, 2 წელში,"ქართული ოცნების" მმართველობის 9 წლის თავზე, თამარ ჟვანიას "ცესკოს" შედეგებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა.

ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ერთხმად ბოიკოტი გამოუცხადეს და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს.

ხანგრძლივი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, "ქართული ოცნება", რომელმაც ხელახალი არჩევნების ჩატარებას "წითელი ხაზი" უწოდა, 11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში მარტო შეიკრიბა და პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთპარტიული პარლამენტის სხდომა გამართა.

დღეს კი, ერთპარტიული პარლამენტის დაკანონებიდან ერთ კვირაში, ქართულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ივანიშვილი ისევ "მიდის", ოლიგარქი პრემიერად და"ოცნების" თავმჯდომარედ კობახიძეს ტოვებს და ამით, გავრილოვის სკამში ჩასმისთვის გადაყენებულ პარლამენტის თავმჯდომარეს, კვლავ აწინაურებს, როგორც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, ივანიშვილმა, გიორგი გახარია შსს–მინისტრის პოსტიდანგადადგომის ნაცვლად, დააწინაურა და გააპრემიერა.

შეგახსენებთ, იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ყოფნას, 2030 წლამდე დაგვპირდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი