აშშ-ში პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, იმპიჩმენტის საკითხი განიხილება - ამის პარალელურად, კონგრესის შენობაში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.
მიუხედავად ვიცე–პრეზიდენტ მაიკ პენსის წინააღმდეგობისა, წარმომადგენელთა პალატა თანახმაა, ტრამპის წინააღმდეგ ამოქმედდეს 25–ე შესწორება, რაც პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადაყენებას და მისი ვიცე–პრეზიდენტით ჩანაცვლებას გულისხმობს.