წარმომადგენელთა პალატა ტრამპის იმპიჩმენტს მხარს უჭერს

გამოქვეყნდა:

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს უჭერს.

მიუხედავად ვიცე–პრეზიდენტ მაიკ პენსის წინააღმდეგობისა, წარმომადგენელთა პალატა თანახმაა ტრამპის წინააღმდეგ ამოქმედდეს 25–ე შესწორება, რაც პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადაყენებას და მისი ვიცე–პრეზიდენტით ჩანაცვლებას გულისხმობს.

წარმომადგენელთა პალატიდან რესპუბლიკელმა ჯემი რასკინმა მაიკ პენსს მიმართა, რომ დაუყონებლივ ამოქმედდეს 25 შესწორება და გამოცხადდეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ვერ უძღვება თავის საქმიანობას.

გარდა ამისა, ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერას აპირებენ აშშ–ის კონგრესის მეორე პალატის, სენატის, დემოკრატი სენატორები.

ასევე, ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერას აპირებს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი ლიზ ჩენეი.

რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ტრამპის იპიჩმენტს მხარს დაუჭერს.

ჩემს თავს რესპუბლიკელად აღარ მივიჩნევ – კოლინ პაუელი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი