აშშ-ის კონგრესის შენობაში, კაპიტოლიუმში, სხდომა დასრულებულია - წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, უკვე მეორედ.
იმპიჩმენტის მხარდამჭერ 10 რესპუბლიკელ კონგრესმენს შორის ერთერთი ადამ კინზინგერია.
ცნობისთვის, ჯამში 231 კონგრესმენი დაეთანხმა ტრამპის იმპიჩმენტს - რეზოლუციის მისაღებად მინიმუმ 218 ასეთი ხმა იყო საჭირო.
აქვე გეტყვით, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალ ტრამპი შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.
ამჯერად საკითხი სენატს გადაეცემა - ამ შემთხვევაში წევრების მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერა იქნება საჭირო რეზოლუციისთვის.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. მას ბრალი აჯანყების წაქეზებისთვის ედება.