თუ კონფლიქტი გაგრძელდა, შეიძლება კიდევ უფრო მძიმე ფორმები მიიღოს - NGO-ები ბუკნარის კონფლიქტზე 

გამოქვეყნდა:

სოფელ ბუკნარში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების გამო, სამოქალაქო სექტორი სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და სახელმწიფოს კონფლიქტის დეესკალაციასთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარგად იციან, ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური კონფლიქტების მთელი ჯაჭვის შესახებ და სწორედ ამიტომ, კონფლიქტის მიზეზების დროულად აღმოფხვრას ითხოვენ. სახელმწიფოს კი, უთანასწორო პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებენ, რადგან მუსლიმი თემის მიმართ, ხელისუფლებამ გამრიყავი პოლიტიკა არაეთხელ გამოავლინა.

"თუ ეს კონფლიქტი გაგრძელდა მან შეიძლება კიდევ უფრო მძიმე ფორმები მიიღოს. დიდი ყურადღების და პასუხისმგებლობის საგანი უნდა გახდეს მთავრობის მხრიდან, თუმცა, დღევანდელი რეაგირებები და განცხადებები სამწუხაროდ ამ პასუხისმგებლობის გააზრებას არ უჩვენებს", - ამბობს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე

"მოსახლეობა ახლა, რომელიც უპირისპირდება და ხელს უშლის ილოცონ, გარკვეულწილად წახალისებული არის სახელმწიფოს ამ პოლიტიკით და იმ განცხადებებით, თუნდაც, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირები აკეთებდნენ, რომ ჩვენ ვართ მართმადიდებლური სახელმწიფო, რომ უმცირესობებს არ აქვთ უფლებები და მხოლოდ უმრავლესობამ უნდა აღნიშნოს, მაგალითად: შობის დღესასწაული და ა.შ", - თქვა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრმა, მაკო ღავთაძემ

შეგახსენებთ, რომ გუშინ,13იანვარს, ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდა. ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე გრძელდება.

დღის ბოლოს დაპირისპირება განიმუხტა და შეთანხმება შედგა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი