მორიგი საბრალდებო დასკვნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას - ოპოზიცია HRW-ს ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

მორიგი საბრალდებო დასკვნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის - ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი Human Rights Watch-ის ახალმა ანგარიშმა ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს არავინ იცავს, კრიზისი კი, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ შექმნა უკონტროლოა. ამომრჩეველზე განხორციელებული ზეწოლა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიება ამ დრომდე ჩატარებულა, რის გამოც პოლიტიკური სპექტრი ამტკიცებს, რომ განუსაზღვრელმა ძალაუფლებამ, მთავრობის კონტროლი შეუძლებელი გახადა.

პოლიტიკოსებმა ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშში ამოიკითხეს კრიტიკული მედიის შევიწროების შესახებ მოყვანილი ფაქტებიც, რის გამოც ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში თავისული აზრის ჩახშობა სურს.

"HWR-ის ანგარიში არის ძალიან მძიმე განაჩენი ქართული ოცნებისთვის, რაც შეეხება ჩვენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, სამოქალაქო უფლებების დაცვას. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს საგრძნობი უკუსვლა. ანაგრიში საუბრობს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩვენები რომელიც ქვეყანაში ჩატარებულა", - ამბობს ენმ-ს წევრი, სალომე სამადაშვილი. 

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ფაქტია, რომ 31 ოქტომბრამდეც გარემო იყო არასამართლიანი და არჩევნების შედეგები იმგვარად დამახინჯდა, რომ მეორე ტურმა მთლიანად აზრი დაკარგა. 

"მე მიმაჩნია, რომ ეს არის დაწყება იმ პროცესის, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ბოლო არჩვენების სამართლიანი და ობიექტური შეფასების წინაპირობა შეიძლება იყოს. საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს იმასთან შეგუება, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ორგანიზაციები ვერ გაექცევიან იმ რელობას, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა", - ამბობს "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" წევრი, გედევან ფოფხაძე.

ანგარიშის პოლიტიკურ ნაწილს შეგიძლიათ გაეცნოთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი