ამ სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა - ზურაბიშვილი სახელმწიფო დროშაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ორბელიანის სასახლეში დროშის აწევის ცერემონიალი გამართა და მოსახლეობას ეს დღე მიულოცა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ დრს ულოცვას ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას ვინც 30 წელია სახელმწიფო დროშის ქვეშ ცოხვრობს, ჯარსა და ემიგრანტებს.

"მინდა ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს; ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა - ეს უდიდესი ბედნიერებაა! საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა!

ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს ჯარს! ჯარს, რომელიც სწორედ ამ დროშის ქვეშ იცავს ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომელიც საზღვარგარეთ, საერთაშორისო მისიებში ამაყად ატარებს ამ სიწმინდეს!

ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ემიგრაციას და საელჩოებს. მინდა ეს დღე მოგილოცოთ თქვენ, პოლიციელებო, მაშველებო, მეხანძრეებო, ექიმებო, მედპერსონალო! მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც დღეს იცავს ჩვენს საზოგადოებას, ეს მართლაც უდიდესი ღვაწლია ამ ქვეყნისთვის და ეს დროშა ამის სიმბოლოცაა!

მინდა ყველას მოგიწოდოთ ამ დროშის პატივისცემისკენ, რამეთუ, დროშის პატივისცემა ჩვენი თავის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემაა. ამ ერთ სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა! ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო დროშის დღე მოსახელობას მიულოცა პრემიერმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს დროშა თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს იწვევს.

სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. 

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ის გერბთან და ჰიმნთან ერთად ეროვნული სიმბოლოა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი